Wednesday, July 14, 2010

პროექტი თემაზე: „გავალამაზოთ სკოლის ეზო“

პროექტის მიზანი: გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება. პრაქტიკაში განხორციელება.

პროექტის მოკლე აღწერა: სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება ნაკვეთის დამუშავება.

დეკორატიული მცენარეებით სკვერების გაკეთება.

პროექტის სრული აღწერა: მოვიძიებ თანამოაზრეებს მოსწავლეებში. გავაცნობ ჩემს იდეას, რომ

ვაპირებტ სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გალამაზებას. დავსახავთ .

ამოცანებს. განვახორციელებთ თანამიმდევრულად

1 ამოცანა

გავაცნობ ჩემს იდეას სკოლის ადმინისტრაციას და გავარკვევ ვის შეუძლია დახმარება ადგილობრივი თვითმმართველობიდან ან გარემოს დაცვის ორგანიზაციიდან.

2 ამოცანა

მოვიფიქრებთ გასუფთავების და ბაღის შექმნის გეგმას.ა) ნაკვეთის გასუფთავება ადგილობრივი ძალებით (სკოლის მოსწავლეები). ნაგვის, ქვების, ველური მცენარეებისაგან გაწმენდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით ნაგვის გატანა და ნოყიერი მიწის შემოტანა.

ბ) გარემოს დაცვის ორგანოების დახმარებით ბალახოვანი მცენარეების თესლების და მერქნიანი მცენარეების ნერგების შეძენა.

გ) აღნიშნული ამოცანები სესრულდება სექტემბერ–ნოემბერში.

3 ამოცანა

ჯგუფის წევრებზე დავალებების განაწილება.

მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი.

ხანგრძლივობა: სექტემბერი–მაისი.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში. მოსწავლეები ერთხელ კიდევ დარწმუნდებიან მწვანე საფარის მნიშვნელობაში.

მოსალოდნელი შედეგები: სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. ბაღის გაკეთება. მისი სასწავლო პროცესში გამოყენება. სკვერებში გაკვეთილების ჩატარება. მათზე დაკვირვება და კვლევა.

სასარგებლო სხებისათვის: მთელი სკოლსათვის იქნება მნიშვნელოვანი. ბიოლოგიის მასწავლებლის გარდა ამ სილამაზეს გამოიყენებენ დაწყებითი კლასის მასწავლებლები ბუნების სწავლებისას.

სამუშაო ენა: ქართული.

მონაწილეები სხვა სკოლიდან: მოვიწვევთ მეორე სკოლის ამ ასაკის მოსწავლეებს.

ეროვნულ–სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეს პროექტი უკავშირდება გარემოს დაცვას და ეკოლოგიის საკითხებს.

პროექტის ფასილიტატორი: თამრიკო თარაშვილი.

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tamriko.tarashvili@gmail.com

+